შეზღუდული პასუხისმგებლიბის საზოგადოება "მეფუტკრე" დაარსდა 2012 წლის 24 იანვარს. კომპანიას ჰყავს ორი დამფუძნებელი.

  • ბერიძე ნოდარი
  • უფლისაშვილი ვალერი

 კომპანიამ მოაწყო და საჭირო ინვენტარით აღჭურვა საფუტკრე მეურნეობა. მოაწყო თაფლის ჩამოსასხმელი საამქრო და პროდუქციის შესანახი საწყობი.

 კომპანია წარმატების ქვაკუთხედად მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხს თვლის. სწორედ ამიტომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროდუქციის ხარისხზე ზრუნვას. 

 კომპანიას აქვს შემდეგი მიზნები:

- მაღალი ხარისხის თაფლის წარმოება და მისი რეალიზაცია ქართულ და უცხოურ ბაზრებზე;

- ქართული თაფლის პოპულარიზაცია;

- კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი დასაქმება;

- ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.