თაფლის შესახებ
მნახველთა რაოდენობა: 6010

თაფლი სიცოცხლის ელექსირი

 

თაფლი ადამიანისათვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ამ ტკბილეულზე „ნადირობა“ ჯერ კიდევ ჩვენმა პირველყოფილმა წინაპრებმა დაიწყეს. ვალენსიაში აღმოჩენილია ქვის ხანის დროინდელი კლდეზე შესრულებული ნახატი. მასზე გამოსახულია ფუტკრებით გარშემორტყმული კაცი, რომელიც ფიჭიდან თაფლს იღებს

ველური ფუტკრების მომთვინიერებლები ძველ ეგვიპტეში თაფლს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას საკვებ პროდუქტად თვლიდნენ. ფუტკრები ქვემო ეგვიპტიდან გადაჰყავდეთ ზემო ეგვიპტეში,სადაც თაფლოვანი მცენარეები 6 კვირით ადრე ჰყვაოდა და შემდეგ მეფუტკრეები შინ თაფლის დიდი მარაგით ბრუნდებოდნენ.ძველად თაფლის ქვეყანად ასურეთი ითვლებოდა.ასურელები განსაკუთრებით ოსტატურად უვლიდნენ ფუტკრებს ისინი ფლობდნენ საიდუმლო ენას, რომლითაც ფუტკრის ნაყარს მბრძანებლობდნენ.ამ საიდუმლოს წლობით,ისინი ფუტკრებს სკიდან ერეკებოდნენ და ისევ უკან აბრუნებდნენ. თაფლის მოპოვებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ გერმანელები, ლიტველები, სლავები. რუსეთიდან თაფლი და ცვილი აქტიურად გაჰქონდათ საზღვარგარეთ.პრიმიტიული მეფუტკრეობის აყვავების ხანად შეიძლება ჩაითვალოს მე-16 საუკუნე და მე-17 საუკუნის დასაწყისი.ველური ფუტკრის თაფლის შემგროვებლები მარტო კიევის დაბლობის ტყიდან 24 ათას ფუტ თაფლს იღებდნენ. ასეთი ადგილები კი მაშინ ათასამდე მაინც იყო. თაფლის შემგროვებლები უღრან ტყეებში ხშირად პოულობდნენ ხეებში დამალულ დიდი რაოდენობის ფიჭას, მსხვილ კუნძებში კი- „თაფლის უზარმაზარ ტბას“. დროთა განმავლობაში ხალხმა ფუტკრის სკები სახლთან ახლოს გადაიტანა.დაიწყეს ფუტკრის მოშინაურება და საფუძველი ჩაეყარა კულტურულ მეფუტკრეობასაც.დაახლოებით 2 ათასი წლის წინ კავკასიელი სომხების წინაპრები-ურარტუს ტომი- უკვე მისდევდნენ მეფუტკრეობასა და ფუტკარი თიხით შელესილ წნელის სკებში ჰყავდათ.

 

დღეგრძელობის რეცეპტი

 

უძველესი დროის ექიმები თაფლს სხვადასხვა სამკურნალო თვისებას მიაწერდნენ. ისინი მას ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებდნენ.ცნობილი ძველბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ თაფლში შერწყმულია სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებები. სახელგანთქმული მათემატიკოსი პითაგორა კი, რომელმაც 90 წლამდე იცოცხლა, წერდა, რომ თაფსლის გარეშე იგი ამ ასაკს ვერ მიაღწევდა.თაფლის ყოვლისშემძლეობისა ასევე სწამდა შუასაუკუნეების გენიალურ ექიმსა და ფილოსოფოსს ავიცენას. „თუ გსურს დიდხანს სიცოცხლე და ახალგაზრდობის შენარჩუნება,აუცილებლად მიირთვით თაფლი“. თანამედროვე მედიცინა ადასტურებს მსგავსი რეკომენდაციების მართლზომიერებას, ასე რომ, მიირთვით თაფლი და იცოცხლეთ 100 წლამდე.

უკან