თაფლი სასარგებლოა
მნახველთა რაოდენობა: 5810

თაფლი - ნევროზისა და უძილობის წამალი

>>თაფლი შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, ინვერსიულ შაქარს, ცილებს, ფერმენტებს, ვიტამინებს, სხვდასხვა მინერალურ ნივთიერებას და ორგანულ მჟავებს. მუქი ფერის თაფლში მინერალურ ნივთიერებათა, კერძოდ რკინისა და სპილენძის შემცველობა გაცილებით მეტია, ვიდრე ბაცი ფერის თაფლში.

>> თაფლი შეიცავს ბუნებაში არსებულ თითქმის ყველა ელემენტს. ის კალორიული და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია. ცილების გარდა, თაფლი შეიცავს ფოლისმჟავასაც, რომელიც აუცილებელია მოზარდის სწორი განვითარებისთვის.

>>ზოგადად, თაფლი კარგია იმუნიტეტის ასამაღლებლად, ანემიის, ნევროზის, თირკმელების, გულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. თაფლით თითქმის ყველა დაავადებას მკურნალობენ. მაგალითად, კანის სნეულებიდან დაწყებული, ენდოკრინული დაავადებით დამთავრებული.

>> ხალხურ მედიცინაში თაფლი ცნობილია, როგორც ნევროზისა და ნერვული სისტემის საუკეთესო მკურნალი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მისი მიღება აწრთობს ნებისყოფას, ამსუბუქებს სხეულს, უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ის, არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაცაა. ქიმიური პრეპარატებისგან განსხვავებით, არ იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, ყურადღების და კოორდინაციის მოშლას.

>> აღგზნების, თავის ტკივილის, უხასიათობის, შრომისუნარიანობის დაქვეითების დროს მიიღეთ დღეში 100-120 გრამი თაფლი. უძილობის დროს, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, თბილ წყალში გახსენით 20-30 გრამი თაფლი და ისე მიირთვით.

 

 

უკან