თაფლი
მნახველთა რაოდენობა: 6807

თაფლის ყველა სასარგებლო და უნიკალური თვისებების შესანარჩუნებლად, პირველ რიგში მისი სწორად არჩევა, შენახვა და გამოყენებაა საჭირო.

თაფლი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და მაღალი ხარისხის, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არის იგი სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. 

თაფლს ხშირად ხელოვნურად ამზადებენ, ურევენ სხვადასხვა ნივთიერებებს - შაქარს, სახამებელს, შაქრის ფხვნილს და ა.შ.

ზოგჯერ მეფუტკრეები ფუტკარს წყალში გახსნილ შაქარს ასმევენ, რომელსაც ფუტკრები ნექტრის ნაცვლად გადაამუშავებენ და აქცევენ თაფლად, რა თქმა უნდა ასეთი თაფლი არასასარგებლოა. 

ასეთი თაფლი რა თქმა უნდა დაბალი ხარისხისაა, და შორს დგას ნატურალური თაფლის გამორჩეული თვისებებისგან. ამიტომ, კერძო მეფუტკრეებთან ან მარკეტებში თაფლის შეძენისას ყურადღებაა საჭირო.

ხელოვნურად გაკეთებულ თაფლს ასე გამოვიცნობთ: გასრისეთ თაფლის წვეთი თითებს შორის - ნატურალური პროდუქტი შეიზილება კანში, ხოლო თვითნაკეთი კი ბურთულასავით დაიგორგლება. აფლის ხარისხის განსაზღვრა მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიის მეშვეობითაა შესაძლებელი.

შესაძლოა თაფლი დაშაქრდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი უხარისხოა და დროთა განმავლობაში გაფუჭდა, უფრო პირიქითაა, თაფლში ტკბილი კრისტალების გამოჩენა მოწმობს მასში უმნიშვნელო რაოდენობით წყლის არსებობას და გამორიცხავს სხვა ნივთიერებების შემცველობას;  რაც იმას ნიშნავს, რომ თაფლი მაღალი ხარისხისაა. კრისტალიზაცია გავლენას არ ახდენს თაფლის სასარგებლო თვისებებზე.

იმისათვის, რომ თაფლი მართლაც არ გაფუჭდეს, არ დაობდეს, არ ადუღდეს, ის უნდა დავიცვათ ნესტისაგან. შესანახად კარგია ალვის ან ცაცხვისაგან დამზადებული კასრები. 

მიზან შეწონილი არ არის თაფლის ჩასხმა ძალიან ცხელ ჩაიში, როგორც ხშირად იქცევიან. 

56°С-ზე მეტად გაცხელებული თაფლი კარგავს თავისი თვისებების უმეტესობას. ნაწილობრივად იშლება ასევე მასში არსებული ვიტამინები, ანტიბაქტერიული ნივთიერებები.

გარდა ამისა, თაფლიანი ცხელი ჩაი იწვევს აქტიურ ოფლდენას და გულის არითმიას, რაც არ არის კარგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის.

 

ნატურალური თაფლის სასარგებლო თვისებების ზოგადი მიმოხილვა

 

თაფლი გვეხმარება კუჭის წვენის, მჟავიანობის ნორმალიზებაში.

იგი მაღლა წევს დაქვეითებულ მჟავიანობას, ხოლო მომატებულს აქვეითებს. დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების დროს უმჯობესია  ჭამის წინ მივიღოთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ხოლო მომატებული მჟავიანობისას, უმჯობესია ასეთივე წესით გახსნილი თაფლის მიღება ჭამამდე ერთნახევარი-ორი საათით ადრე. 

მიუხედავად  მაღალი კალორიულობისა, თაფლი ხელს  უწყობს გახდომას.თუ ჭამის წინ მიიღებთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილ ერთ ჩაის კოვზ თაფლს, მოიმატებს სისხლში შაქრის დონე, ეს გამოიწვევს მადის დაქვეითებას.საბოლოო ჯამში, ზომიერებას გამოიჩენთ და საკვების მიღებას ენთუზიაზმით აღარ შეუდგებით.

თაფლი კარგი დამხმარე საშუალებაა ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

მაგრამ ყველა სახის თაფლი როდი ზრდის ჰემოგლობინის დონეს. ამ მიზნით ყველაზე საუკეთესოა მუქი ფერის თაფლის სახეობები. მათში რკინის შემცველობა 5-ჯერ მეტია, ვიდრე ღია ფერის თაფლში.

თაფლს აქვს დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება.

თუ  თაფლით  დაატკბობთ ერთ ჭიქა თბილ წყალს ან რძეს და დალევთ ძილის წინ, მშვიდად და უშფოთველად დაგეძინებათ. უძილობის წინააღმდეგ და ამავე დროს გაცივების პროფილაქტიკისათვის. თაფლი, ითვლება კარიესის გამომწვევ  მიზეზად, მაგრამ ეს ასე არ არის.

გახსოვდეთ, რომ თაფლი არ არის რეკომენდებული ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

იგი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიების სპორებს, რაც უსაფრთხო არ არის პატარებისათვის. უფრო მაღალი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების საჭმლის მომნელებელი სისტემას, უკვე აქვს დაავადებების გამომწვევების განეიტრალების უნარი. 

უკან