ჩვენი თაფლი
მნახველთა რაოდენობა: 6057

შპსმეფუტკრე“- ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს 2016 წლის 15 მარტს, ვებ-გვერდ momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას (http://momxmarebeli.ge/?menu=304&rec=6940), სადაც მოცემული იყო ქართულ ბაზარზე არსებული თაფლის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, შესაბამისი დასკვნით. მოგეხსენებათ ამ გამოკვლევამ გამოავლინა თაფლში, მათ შორისმეფუტკრე“- მიერ წარმოებულ პროდუქტშიც, გარკვეული რაოდენობით ანტიბიოტიკების შემცველობა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებიდან ირკვევა, ამ შემთხვევაში კვლევის შედეგების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შესაბამისად, ვერც ჩვენ შევძლებთ გადაჭრით ვამტკიცოთ აღნიშნული კვლევის სიზუსტე თუ მცდარობა, გამომდინარე დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან, მაინც გვსურს გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია.

პირველ რიგში, რაც შეეხება ანტიბიოტიკების, კერძოდ ქლორამფენიკოლის დოზას თაფლში. ზოგადად, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატი ფუტკრის მკურნალობისას გამოიყენება და მისი კონტროლის და პრევენციის საშუალებებს ჩვენ არ ვფლობთ. შპსმეფუტკრე“- აქვს თავისი მეურნეობა, ყავს რამდენიმე ასეული ფუტკრის ოჯახი და იყენებს მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლის გამოყენებაც დაშვებულია როგორც საქართველოს ისე ევროკავშირის სტანდარტებით. მაგრამ გამომდინარე ჩვენს პროდუქციაზე არსებული მოთხოვნიდან, ჩვენ ასევე ვახდენთ თაფლის შესყიდვას ადგილობრივი თაფლის მწარმოებელი ფიზიკური პირებისაგან. ჩვენს მომწოდებლებს, ვთავაზობთ კიდეც აღნიშნული პრეპარატების მიწოდებას, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე მათგანი გვთანხმდება, ხოლო უმეტესობა არჩევს თავიანთ ნაცად მეთოდებს მიმართოს. კიდევ უფრო ღრმად რომ განვმარტოთ, თაფლის შეძენისას ჩვენ მივმართავთ შემდეგ წესს: თაფლის შეძენამდე ვიღებთ მის ნიმუშს, ვაბარებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შესამოწმებლად, ხოლო აღნიშნული ლაბორატორიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემდეგ, ვახდენთ მის შესყიდვას, დაფასოებას, ევროპულ, უმაღლესი ხარისხის მინის ქილებში და ბაზარზე გაშვებას. იმდენად რამდენადაც, ამ დრომდე ქართულ ბაზარზე არ ყოფილა მოთხოვნა გვეკონტროლებინა თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობის დონე და ამასთან აღნიშნული ანალიზი საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თავად სურსათის ეროვნული სააგენტოც მხოლოდ უცხოურ ლაბორატორიებს მიმართავს.   ჩვენ არ მიგვიმართავს ამ პროცედურისთვის და როგორც სტატიიდან ირკვევა, არის რისკი, რომ ვერ გავექეცით ანტიბიოტიკებთან დაკავშირებულ  პრობლემას. მაგრამ, ხაზს ვუსვამთ - ყოველთვის ვახდენდით თაფლის დაბინძურების, ნატურალობის და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შემოწმებას, რის შედეგადაც ჩვენს მიერ წარმოებული თაფლი შეესაბამებოდა და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მომხმარებელთა მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს კიდეც ზემოთ აღნიშნული კვლევაც და ის კვლევები, რომელზე დაყდნობითაც ვახდენთ თაფლის რეალიზაციას.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ ნაბიჯებს, ვითვალისწინებთ რა, რომ ამა წლის 01 ივლისიდან, ძალაში შედის, საქართველოს პრემიერ მინისტრის დადგენილება, ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე - რომლის ძალითაც ხდება სხვადასხვა პროდუქტში, მათ შორის თაფლში ფარმაკოლოგიური ნივთიერების კონტროლი. შპსმეფუტკრე“- ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და პირობას ვდებთ, რომ ჩვენს პროდუქციას, ისევე როგორც ჩვენი არსებობის 5 წლის მანძილზე, ამჯერადაც დავუქვემდებარებთ საკანონმდებლო მოთხოვნებს და საკუთარ ერთგულ მომხმარებლებს მივაწვდით ნატურალურ, გემრიელ და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტს.

 

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის!

 

პატივისცემით,

 

შპს „მეფუტკრე“-ს ადმინისტრაცია

უკან